მინაძის საჯარო სკოლ​ის მოსწავლეებმა პედაგოგებს პროფესიული დღესასწაული საკუთარი შემოქმედებით გაულამაზეს
10-10-2022
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მინაძის საჯარო სკოლ​ის მოსწავლეებმა საყვარელ პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცეს.

მოსწავლეებმა მასწავლებლებისთვის საზეიმო ღონისძიება მოაწყეს. ბავშვებმა პედაგოგებს თავიანთი შემოქმედებითა და კრეატიული აქტივობებით გაულამაზეს დღესასწაული.

აღსანიშნავია, რომ 5 ოქტომბერს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. იუნესკოს მიერ მასწავლებელთა საერთაშორისო დღედ 5 ოქტომბრის დაწესება აჩვენებს იმ წვლილს, რომელსაც პედაგოგები მომავალი თაობების აღზრდისა და განათლებისთვის იღებენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203