წყალტუბოს N1 სკოლაში მასწავლებელთა საერთაშორისო დღე, ტრადიციულად, საინტერესო აქტივობით აღინიშნა
10-10-2022

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მასწავლებლის დღე საინტერესოდ აღინიშნა. 5 ოქტომბერს, მოსწავლეებმა, პედაგოგთა როლები მოირგეს და სხვადასხვა საგანში გაკვეთილები ჩაატარეს. სკოლის დირექტორის ფუნქციები ერთი დღით ქრისტინე უგრეხელიძემ შეასრულა, სასწავლო ნაწილის როლში კი მარი ვაწაძე მოგვევლინა. მე-11 კლასში ქართულ ენასა და ლიტერატურაში გაკვეთილი ლუკა ქუთათელაძემ და ავთანდილ ფაიქიძემ ჩაატარეს. დღემ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა.

ქართულისა და ისტორიის საინტერესო გაკვეთილებზე უკვე გიამბეთ, ამჯერად კი რუსულის, ქიმიის და ფიზიკის გაკვეთილებზე მოგითხრობთ.

IX კლასის მოსწავლეებმა ფიზიკის გაკვეთილი VII კლასში ჩაატარეს, XI კლასის მოსწავლეებმა - ლილე ტვილდიანმა და ანი კუჭავამ კი VIII კლაში ქიმიის გაკვეთილს უხელმძღვანელეს. XI კლასის დამრიგებელი: ინგა არაბიძე, VIII კლასის ხელმძღვანელი ირინა ალავიძე, საგნის მასწავლებელი კი თათია ივანეიშვილი გახლდათ.

V კლასში, რომელთა დამრიგებელი მანანა წულაიაა, მაია ქაშიბაძის კონსულტაციით, რუსული ენის გაკვეთილი XI კლასის მოსწავლემ, ანა კუჭავამ ჩაატარა.

„მიზანი მიღწეულია, მოსწავლე უაღრესად კმაყოფილია მასწავლებლის ამპლუით და მთელი პასუხისმგებლობით იყო მობილიზებული, რამაც კარგი შედეგიც გამოიღო - მეხუთე კლასელები ისევ ისეთივე პოზიტიური აქტიურობით გამოირჩეოდნენ, როგორც სხვა გაკვეთილებზე და რუსული ენის ანბანის შესწავლა მათთვის ხალისიან ფონზე წარიმართა. მთავარია, მოსწავლეებმა გააცნობიერეს, რომ მასწავლებლის შრომა უაღრესად საპასუხისმგებლო და დასაფასებელია“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203