ეწერის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის შესწავლა საზეიმო ვითარებაში დაიწყეს
10-10-2022
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმო ვითარებაში დაიწყეს.
ამ დღეს კლასში განსაკუთრებული აქტივობები მიეძღვნა. მოსწავლეებს დამრიგებელი ზეინაბ თუთბერიძე იაკობ გოგოებაშვილისა და დედაენის შესახებ ესაუბრა. მოსწავლეები მას უდიდესი ყურადღებით უსმენდნენ, შემდეგ კი ასოების სწავლას დიდი მონდომებით შეუდგნენ.
პედაგოგმა მოსწავლეების სადღესასწაულო განწყობაზე იზრუნა და ანბანის დაწყების გაკვეთილისთვის საზეიმო განწყობა შეუქმნა.
პედაგოგს და მოსწავლეებს სასკოლო საზოგადოება ანბანის სწავლაში წარმატებებს უსურვებს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს