წყემის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საყვარელ პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცეს
10-10-2022
აბაშის მუნიციპალიტეტის დ. ტყებუჩავას სახელობის სოფელ წყემის საჯარო სკოლაში მასწავლებლის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
მოსწავლეები ღონისძიების მიმდინარეობაში უდიდესი ხალისით, ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ. მათ მასწავლებლებს ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადეს, რითაც ძალიან გაახარეს. მათ თავიანთი ხელით შექმნილი ნაკეთობები და ოთახის ყვავილებიც წარმოადგინეს.
„აღსაზრდელება მიულოცეს საყვარელ პედაგოგებს მასწავლებლის დღე და უსურვეს კიდევ მრავალი ახალი თაობა აღეზარდოთ წარმატებულ და კეთილ ადამიანებად“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მასწავლებლის საერთაშორისო დღეს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ. ამ თარიღის აღნიშვნა სათავეს 1994 წლის 5 ოქტომბრიდან იღებს. მისი საერთშორისო დღედ დაწესების იდეა რამდენიმე პედაგოგიურ ორგანიზაციას ეკუთვნის.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს