წყალტუბოს N1 სკოლის დირექტორმა, ფაქიზო ფანჩულიძემ ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს მოსწავლეთა ხელით დამზადებული საქართველოს დროშა უსახსოვრა
10-10-2022
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები დირექტორის, ფაქიზო ფანჩულიძეს ხელმძღვანელობით სხვადასხვა მნიშვნელოვან ღონისძიებებში მუდამ აქტიურად მონაწილეობენ.

წყალტუბოში, საკონცერტო დარბაზ ივერიასთან საქართველოს ეროვნული ბიბლითეკის და „პროკრედიტ ბანკის“ პროექტის ფარგლებში „წიგნის ბუდე“ გაიხსნა. პროექტი საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში განხორციელდა და ჯერი წყალტუბოზე მიდგა.

პროექტის ფარგლებში ყველას აქვს შესაძლებლობა სასურველი წიგნი აიღოს ადგილზე წაიკითხოს ან სახლში წაიღოს და სანაცვლოდ სხვა მიიტანოს.

პროექტი - „წიგნის ბუდე“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა და საზეიმო ღონისძიებას მთავრობის წარმომადგენლები, ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი გიორგი კეკელიძე, მსახიობი მაკა შალიკაშვილი და სხვა მნიშვნელოვანი ადამიანები ესრებოდნენ.

სკოლის დირექტორმა, ფაქიზო ფანჩულიძემ ამ მეტად მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისთვის გიორგი კეკელიძეს სკოლის ხელოვან მოსწავლეთა მიერ თექისგან დამზადებული საქართველოს დროშა უსახსოვრა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203