მუხურის N1 საჯარო სკოლაში სპორტული ღონისძიება გაიმართა
10-10-2022

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას უდიდესი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან აქტივობებსა და ღონისძიებებს სთავაზობენ. 

27 სექტემბერს, მუხურის N1 საჯარო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წლის პირველი სპორტული აქტივობა მოეწყო. მოსწავლეები ერთმანეთს სხვადასხვა სპორტულ თამაშებში შეეჯიბრნენ, ბევრი იაქტიურეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

„მსგავსი ღონისძიებების მიზანი მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნებაა“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203