„პროფესია - მასწავლებელი“ - ბათუმის N8 სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგის პროფესიის ხიბლსა და უნიკალურობაზე საინტერესო ვიდეორეპორტაჟი მოამზადეს
10-10-2022

ბათუმის N8 საჯარო სკოლაში მოსწავლის ინტერესებზე მორგებული, მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი. სკოლის პედაგოგები მომავალ თაობას საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიებებსა თუ პროექტებს სთავაზობენ და სხვადასხვა სასწავლო რესურსებს აწვდიან. მოსწავლეებიც ხალისითა და ინტერესით არიან ჩართულნი საგანმანათლებლო პროცესში და ცოდნისა და ნიჭის წარმოჩენას ცდილობენ. 

ამჯერად, სკოლაში საინტერესო პროექტი - „პროფესია -მასწავლებელი“ განხორციელდა. პროექტზე IX კლასის მოსწავლეებმა იმუშავეს. IX კლასის სადამრიგებლო პროექტი, კლასის მაქსიმალური ჩართულობით წარიმართა. მოსწავლეებმა მოამზადეს ძალიან სასიამოვნო და საინტერესო ვიდეორეპორტაჟი, ამ პროფესიის ხიბლსა და უნიკალურობაზე.

პროექტს ხელმძღვანელობდნენ ძალიან გონიერი და პოზიტიური გოგონები იზი შარაბიძე და ნინი დიასამიძე.

IX კლასის დამრიგებელი ია ბლაგიძე გახლავთ.  

ია ბლაგიძე კოლეგებს პროფესიულ დღესასწაულს კიდევ ერთხელ ულოცავს, სადამრიგებლო კლასის მოსწავლეებს კი საინტერესო მუშაობისთვის მადლობას უხდის. 

„გილოცავთ პედაგოგებო, წარმატებულ და მომღიმარ მოსწავლეებს ვისურვებ ჩვენს გარშემო. მადლობა ჩემს საიმედო გუნდს“,- აღნიშნავს პედაგოგი ია ბლაგიძე.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203