
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ანალიტიკური და ინტელექტუალური უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან ღონისძიებებსა და კონკურსებს სთავაზობენ.
6 სექტემბერს, მუხურის საჯარო სკოლაში მოეწყო ინტელექტუალურ-შემეცნებითი კონკურსი - „რა? სად? როდის?“. მოსწავლეები კონკურსში ხალისითა და ინტერესით ჩაერთვნენ და ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. გამარჯვებული გუნდის წევრები ტრადიციული სიგელებით დაჯილდოვდნენ.
„მსგავსი აქტივობები მიზნად ისახავ სკოლის მოსწავლეთა ერუდიციისა და შემეცნებითი უნარების განვითარებას“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო: