
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი, მოსწავლის ინტერესებზე მორგებული სასწავლო გარემოა შექმნილი. პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან საგანმანათლებლო ღონისძიებებსა და აქტივობებს სთავაზობენ და მათი ცოდნის გაღრმავებისთვის დაუღალავად შრომობენ.
7 ოქტომბერს, სკოლაში მორგი შთამბეჭდავი გაკვეთილი ჩატარდა. მე-10 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს საპრეზენტაციო ნაშრომი - „ქვის ხანის“ შესახებ. მოსწავლეებმა თანასკოლელებს გააცნეს ამ პერიოდისათვის დამახასიათებელი ადამიანთა ცხოვრების სტილი და საქმიანობათა თავისებურებები, აღნიშნული აქტივობის განხორციელებისათვის ისინი სამახსოვრო ქების სიგელით დაჯილდოვდნენ.
იხილეთ ფოტოები: