წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის შესწავლა საზეიმო გაკვეთილით დაიწყეს
10-10-2022

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა და მათმა დამრიგებელმა, ხათუნა ქუთათელაძემ ქართული ანბანის შესწავლის დაწყებას საზეიმო გაკვეთილი მიუძღვნეს.  

პატარებმა ორმარცვლიანი „აი ია“-თი პირველი ნაბიჯები გადადგეს ცოდნის უკიდეგანო სამყაროში.

მოსწავლეებს მათზე მზრუნველმა მასწავლებელმა წინასწარ დაუმზადა საზეიმო ბარათები, თვალსაჩინო მასალა იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ მიხედვით და ა.შ.

პატარებმა შეასრულეს ნანა ბალახაშვილის სიმღერა: „აი ია“, წაიკითხეს ლექსები, წარმოთქვეს პირველი საანბანო ფრაზები.

ხათუნა მასწავლებელმა საინტერესოდ და შთამბეჭდავად მოუთხრო პირველკლასელებს თქმულება იაკობის შესახებ, თუ როგორი უნდა ყოფილიყო წიგნი, რომლითაც ბავშვი ცოდნის სამყაროს ეზიარებოდა და პირველი წარმოსათქმელი ხმოვანი ასოების - „აი ია“ მნიშვნელობა გააცნო.

პირველკლასელებს   პირველი ნაბიჯები ცოდნის საოცარ სამყაროში მიულოცა და წარმატებები უსურვა სკოლის დირექტორის მ/შ მაია ქობულიამ.

ბოლოს ბავშვებმა საყვარელ მასწავლებელთან და დირექტორთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.  

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203