ბაისუბნის საჯარო სკოლის პედაგოგი ქეთევან ჯავახიშვილი წლის მასწავლებლად დასახელდა
10-10-2022
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი ბაისუბნის საჯარო სკოლას არაერთი წარმატებული პედაგოგი ჰყავს, რომელთა შრომა და ღვაწლი დაუფასებელი არ რჩება.

ამჯერად, სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი ქეთევან ჯავახიშვილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიამ წლის მასწავლებლად დაასახელა და საზეიმო ვითარებაში დაჯილდოვდა.

სკოლის პედაგოგები და დირექცია, ქეთევან ჯავახიშვილს ულოცავს ამ წარმატებას და მეტ კარიერულ წინსვლას უსურვებს.

აღსანიშნავია, რომ სკოლის თითოეული პედაგოგი მოსწავლეებისთვის საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოს შექმნაზეა ორიენტირებული.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203