ხონის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელებს მასწავლებელმა ანბანის სწავლის დაწყება ზეიმად უქცია
10-10-2022
აკაკი ჩხენკელის სახელობის ხონის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმო ვითარებაში დაიწყეს.
მოსწავლეებს ქართული ანბანის ჯადოსნურ სამყაროში მასწავლებელი ნინო ჯიმშელეიშვილი შეუძღვა, რომელთან ერთადაც ბავშვები ასოების სწავლას დიდი მონდომებით შეუდგნენ.
პედაგოგმა მოსწავლეების საზეიმო განწყობაზე იზრუნა და ანბანის დაწყების გაკვეთილისთვის გარემო განსაკუთრებულად გაალამაზა.
პედაგოგს და მოსწავლეებს სასკოლო საზოგადოება ანბანის სწავლაში წარმატებებს უსურვებს.
„დღეს ჩვენთან უძვირფასესი
სტუმრის მოსვლის დღე დგებაო,
გზად ია, ვარდი მოვფინეთ,
ანბანი მობრძანდებაო...", - ამ ლამაზი სიტყვებით პატარებს ანბანის სწავლის დაწყება სკოლაში მიულოცეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს