ხონის N2 საჯარო სკოლაში გუნდური ინტელექტუალური თამაში ჩატარდა
10-10-2022

აკაკი ჩხენკელის სახელობის ხონის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ანალიტიკური და ინტელექტუალური უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან ღონისძიებებსა და აქტივობებს სთავაზობენ და სხვადასხვა კონკურსებში რთავენ. 

ამჯერად, მოსწავლეებმა გუნდური ინტელექტუალური თამაში „ტვინების ბრძოლა“ ითამაშეს. კონკურსის შემოდგომის სეზონის პირველ ეტაპში მონაწილეობდა ერთ ასაკობრივ ჯგუფში გაერთიანებული III, IV, V კლასების 11-მა გუნდმა. 

კონკურსმა ოვაციებისა და ემოციების ფონზე ჩაიარა. გამარჯვება წილად ხვდა V კლასის გუნდს -  „ლომები“. 

V კლასის დამრიგებელი ია კინწურაშვილი გახლავთ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203