
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს.
Iა კლასში, მასწავლებელმა მზიური ნაგერვაძემ ჩაატარა ქართული ენის საზეიმო გაკვეთილი თემაზე - „ანბანის შემობრძანება“.
დადებითი ემოციებითა და სიხარულით იყო დატვირთული გაკვეთილი. ბავშვებმა განახორციელეს მრავალფეროვანი აქტივობები. ლექსებითა და სიმღერებით მოეფერნენ დედაენას, იაკობ გოგებაშვილსა და ასო-ბგერებს.
გაკვეთილს ესწრებოდნენ სტუმრები: დირექტორი :ტარიელ მიქელაძე, დირექტორის მოადგილე: თინათინ ბერიძე და დაწყებითების მასწავლებლები.
იხილეთ ფოტოები: