ლიის თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მასწავლებლის დღეს საინტერესო ღონისძიება მიუძღვნეს
10-10-2022

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N1 საჯარო სკოლაში მასწავლებლის საერთაშორისო დღეს საინტერესო ღონისძიება მიეძღვნა. 

მე-5 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლ თამარ ნანავას პროფესიული დღე ლამაზი ღონისძიებით მიულოცეს. 

მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, ასევე ისაუბრეს ამ დღის დაარსებაზე, მომავალი თაობების აღზრდის საქმეში მასწავლებელთა ღვაწლსა და ამაგზე. 

აღსანიშნავია, რომ ლიის თემის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ მოსწავლეებს ხარისხიანი და სიღრმისეული განათლება მისცენ, რაც ნამდვილად დასაფასებელია. 

მასწავლებელთა საერთაშორისო დღე 5 ოქტომბერს აღინიშნება. ამ დღის აღნიშვნა სათავეს 1994 წლის 5 ოქტომბრიდან იღებს.

თუმცა, მანამდე, 1966 წლის 5 ოქტომბერს, იუნესკოსა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მოწვეულ კონფერენციაზე, შემუშავდა რეკომენდაცია „მასწავლებელთა მდგომარეობის შესახებ“ - ეს იყო პირველი საერთაშორისო დოკუმენტი, რომელიც მასწავლებელთა შრომის პირობებს განსაზღვრავდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203