გოგოლესუბნის საჯარო სკოლაში სააღდგომო ღონისძიება ჩატარდა
06-04-2018
გოგოლესუბნის საჯარო სკოლაში სააღდგომო ღონისძიება - Easter party ჩატარდა. ღონისძიებაში V-VI კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
სკოლის აღსაზრდელები ინგლისურ ენაზე სააღდგომო ბაჭიის ისტორიას მოყვნენ. მოზარდებმა ასევე იმღერეს და სახალისო სლაიდები წარადგინეს.
მოსწავლეებმა ასევე დაარიგეს სააღდგომო საჩუქრები და სტუმრებსა და პედაგოგებს ინგლისურ ენაზე აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს.
ღონისძიებას პედაგოგი ნანა რამიშვილი ხელმძღვანელობდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ნანა რამიშვილი საოცრად ნიჭიერ მოსწავლეებთან ერთად ინგლისურენოვანი ღონისძიებების ჩატარებას მომავალშიც გეგმავს. იხილეთ ფოტოები
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“