ძველი ხიბულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგებს პროფესიული დღე ღონისძიებით მიულოცეს
ზვიად გამსახურდიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ხიბულის საჯარო სკოლაში მასწავლებელთა საერთაშორისო დღე განსაკუთრებულად აღნიშნეს.
მოსწავლეებმა საყვარელ პედაგოგებს პროფესიული დღე ღონისძიებით მიულოცეს. ნიჭიერმა ბავშვებმა საზეიმო აქტივობის ფარგლებში მასწავლებლებს წრფელი სიტყვებით გადაუხადეს მადლობა გაწეული შრომისა და ამაგისთვის.
სკოლის დირექცია პედაგოგებს ულოცავს პროფესიულ დღეს და წარმატებებს უსურვებს.
„ყველა მასწავლებელს ვულოცავთ მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს. მადლობა დაუღალავი შრომისთვის“, - აღნიშნულია მილოცვაში.
აღსანიშნავია, რომ 5 ოქტომბერს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. იუნესკოს მიერ მასწავლებელთა საერთაშორისო დღედ 5 ოქტომბრის დაწესება აჩვენებს იმ წვლილს, რომელსაც პედაგოგები მომავალი თაობების აღზრდისა და განათლებისთვის იღებენ.
იხილეთ ფოტოები და ვიდეომასალა: