ბაიდარის საჯარო სკოლაში საინტერესო ღონისძიება გაიმართა
07-10-2022
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაიდარის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ნიჭიერების წარმოჩენას უდიდესი ყურადღება ეთმობა.

სკოლის დირექციისა და პედაგოგების ხელშეწყობით მოსწავლეთა შესაძლებლობები წარმოჩენის მიზნით სხვადასხვა სახის ღონისძიებები ხშირად იმართება.

ერთ-ერთი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული ღონისძიება კი სკოლაში ახლახანს გაიმართა.

ბავშვებმა აქტივობის ფარგლებში მხატვრულად წარმოთქვეს ლექსები და ლამაზი ცეკვაც დადგეს.

აღსანიშნავია, რომ დირექციის უდიდესი ძალისხმევით სკოლაში ბავშვებისთვის საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.

იხილეთ ვიდეომასალა:





 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203