რუსთავის N8 სკოლის დირექტორ ნინო ბეგაძეს განსაკუთრებული ღვაწლისა და დამსახურებისთვის წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა
07-10-2022
აკაკი წერეთლის სახელობის რუსთავის N8 საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე დაუღალავად ზრუნავენ.
სკოლის დირექციის და პედაგოგებისთვის თითოეული მასწავლებლის წარმატება წარმატება მეტად სასიხარულოა. ამჯერად კი, სკოლაში დირექტორისა და ამავდროულად, ბიოლოგიის პედაგოგის, ნინო ბეგაძის კარიერულ წინსვლას ზეიმობენ.
განსაკუთრებული ღვაწლისა და დამსახურებისთვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის სპეციალური ბრძანებით დირექტორ ნინო ბეგაძეს წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა.
ნინო ბეგაძეს სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრი გულითადად ულოცავს დამსახურებულ წარმატებას და მეტ კარიერულ წინსვლას უსურვებს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს