შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიჭაურის საჯარო სკოლის პედაგოგმა გიორგი ავილოვმა ნარდში შუახევის საჯარო სკოლების მასწავლებელთა მუნიციპალურ პირველობაზე საპრიზო ადგილი დაიკავა.
შეჯიბრი მასწავლებელთა მსოფლიო საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სპმთპ- ის შუახევის რაიონული ორგანიზაციის ინიციატივით, საგანმანათლებლო რესურსცენტრის და შუახევის სასპორტო სკოლის მხარდაჭერით, შუახევის სასპორტო სკოლის ბაზაზე ჩატარდა.
მასწავლებლები მასში დიდი მონდომებით ჩაერთნენ. გამოვლინდნენ საპირზო ადგილების მფლობელებიც. შეჯიბრში გიორგი ავილოვმა საპროზო - მეორე ადგილი დაიკავა.
გამარჯვებულებს პრიზები, მედლები და საჩუქარი გადასცა სპმთპ- ის შუახევის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ლევან ნატარიძემ, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის მოადგილემ ვლადიმერ თავდგირიძემ და შუახევის სასპორტო სკოლის დირექტორმა რამინ ჯოიძემ.
სკოლაში პედაგოგის მიღწევით ამაყობენ და წარმატებას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: