ჩანჩხალოს საჯარო სკოლის პედაგოგმა, ბადრი მახარაძემ ნარდში შუახევის სკოლების მასწავლებელთა მუნიციპალურ პირველობაზე საპრიზო ადგილი დაიკავა
07-10-2022
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანჩხალოს საჯარო სკოლის პედაგოგმა ბადრი მახარაძემ ნარდში შუახევის საჯარო სკოლების მასწავლებელთა მუნიციპალურ პირველობაზე საპრიზო ადგილი დაიკავა. 

შეჯიბრი მასწავლებელთა მსოფლიო საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სპმთპ- ის შუახევის რაიონული ორგანიზაციის ინიციატივით, საგანმანათლებლო რესურსცენტრის და შუახევის სასპორტო სკოლის მხარდაჭერით, შუახევის სასპორტო სკოლის ბაზაზე ჩატარდა. 

მასწავლებლები მასში დიდი მონდომებით ჩაერთნენ. გამოვლინდნენ საპირზო ადგილების მფლობელებიც. შეჯიბრში ბადრი მახარაძემ საპროზო - მესამე ადგილი დაიკავა. 

გამარჯვებულებს პრიზები, მედლები და საჩუქარი გადასცა სპმთპ-ის შუახევის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ლევან ნატარიძემ, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის მოადგილემ ვლადიმერ თავდგირიძემ და შუახევის სასპორტო სკოლის დირექტორმა რამინ ჯოიძემ. 

სკოლაში პედაგოგის მიღწევით ამაყობენ და წარმატებას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203