„მადლობა მასწავლებელო“- საზეიმო ღონისძიება ხაჩკოვის საჯარო სკოლაში
07-10-2022
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩკოვის საჯარო სკოლაში მასწავლებლის საერთაშორისო დღე განსაკუთრებულად აღინიშნა.
სკოლაში ღონისძიება - „მადლობა მასწავლებელო“ ჩატარდა, რომლის ფარგლებში, ლექსებითა და სამადლობელი სიტყვებით, ბავშვებმა მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცეს.
სკოლის მე-10, მე-11, მე-12 კლასების მოსწავლეებმა ერთი დღით მასწავლებლის როლი მოირგეს, დაწყებითი და საშუალო საფეხურის კლასებში გაკვეთილები ჩაატარეს.
გაკვეთილების დასრულების შემდეგ, მოსწავლეებმა დაგეგმეს და განახორციელეს სპორტული ღონისძიება - „მხიარული სტარტები“.
მასწავლებლის დღემ სკოლაში საინტერესოდ და სახალისოდ ჩაიარა. ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ არაქართულენოვანი სკოლების პროფესიული განვითარების პროგრამის კონსულტანტ-მასწავლებელი - თინათინ ლარცულიანი და ისტორიის მასწავლებელი მეტაქსია შაჰბაზიანი.
„ხაჩკოვის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია ყველა პედაგოგს, გილოცავთ, მასწავლებლის საერთაშორისო დღეს! გისურვებთ, ბევრი მადლიერი მოსწავლე და მშობელი გყოლოდეთ, მრავალი წარმატება განგეცადოთ!“, - ვკითხულობთ მილოცვაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს