რუისის N2 საჯარო სკოლის მესამეკლასელებმა საყვარელ პედაგოგებს ღონისძიება მიუძღვნეს
07-10-2022
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის N2 საჯარო სკოლის მესამეკლასელებმა დამრიგებლის, ნათია ჩხიკვაძის ხელმძღვანელობით საყვარელ პედაგოგებს პროფესიული დღე ღონისძიებით მიულოცეს.
მესამეკლასელებმა ღონისძიების ფარგლებში მასწავლებლებს კიდევ ერთხელ უძღვნეს წრფელი სიტყვები და გაწეული შრომისა თუ ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს. ნიჭიერმა მესამკელასელებმა ლექსები, სიმღერები წარმოთქვეს და მინი სპექტაკლი გაითამაშეს.
მოსწავლეების ღონისძიებით მოხიბლულმა მასწავლებლებმა კი ბავშვებს ასეთი მრავალფეროვანი აქტივობისთვის მადლობა გადაუხადეს.
აღსანიშნავია, რომ 5 ოქტომბერს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. იუნესკოს მიერ მასწავლებელთა საერთაშორისო დღედ 5 ოქტომბრის დაწესება აჩვენებს იმ წვლილს, რომელსაც პედაგოგები მომავალი თაობების აღზრდისა და განათლებისთვის იღებენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს