ეცერის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საყვარელ პედაგოგებს პროფესიული დღე დიდი ზარ-ზეიმით მიულოცეს
07-10-2022
ზურაბ გურჩიანის სახელობის მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეცერის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საყვარელ პედაგოგებს პროფესიული დღე განსაკუთრებულად მიულოცეს.
ბავშვებმა მასწავლებლებს საზეიმო ღონისძიებაზე წრფელი სიტყვებით მიულოცეს ეს მნიშვნელოვანი დღე და გაწეული შრომისა თუ ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს.
მოსწავლეებს არ დავიწყებიათ, რამდენად მნიშვნელოვანი პროფესიაა მასწავლებელი და მისალოც სიტყვებში სწორედ ამაზე გაამახვილეს ყურადღება.
აღსანიშნავია, რომ 5 ოქტომბერს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. იუნესკოს მიერ მასწავლებელთა საერთაშორისო დღედ 5 ოქტომბრის დაწესება აჩვენებს იმ წვლილს, რომელსაც პედაგოგები მომავალი თაობების აღზრდისა და განათლებისთვის იღებენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს