„ვუსურვებთ წარმატებულ პროფესიულ საქმიანობას“- ცეცხლაურის N2 სკოლის დირექციამ მასწავლებლებს პროფესიული დღე საზეიმოდ მიულოცა
07-10-2022
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურის N2 საჯარო სკოლაში მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცეს. 

დირექცია სრულიად საქართველოს მასწავლებლებს ულოცავს, წარმატებულ კარიერასა და გამორჩეულად კარგი მომავალი თაობების აღზრდას უსურვებს. 

„ჩვენი სკოლის პედაგოგებს და სრულიად საქართველოს პედაგოგებს ვულოცავთ მასწავლებლის დღეს. ვუსურვებთ მრავალწლიან წარმატებულ პროფესიულ საქმიანობას, კეთილდღეობას ცხოვრებაში, მოთმინებასა და ჯანმრთელობას“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მასწავლებლის საერთაშორისო დღეს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ. ამ თარიღის აღნიშვნა სათავეს 1994 წლის 5 ოქტომბრიდან იღებს. მისი საერთშორისო დღედ დაწესების იდეა რამდენიმე პედაგოგიურ ორგანიზაციას ეკუთვნის.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203