ამაღლების საჯარო სკოლაში მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საინტერესო ღონისძიება გაიმართა
07-10-2022
სიკო დოლიძის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ამაღლების საჯარო სკოლაში მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა. 

ის უცხო ენისა და ხელოვნების კათედრების ორგანიზებული იყო. სკოლაში მისალოცი ბარათების გამოფენა მოეწყო, გაიმართა კონკურსი და 3 საუკეთესო ნამუშევარი გამოვლინდა. 

გარდა ამისა, პროექტის - „უკეთესი მომავალი ბავშვებს", ფარგლებში შექმნილი თექის ნაკეთობების გამოფენა მოეწყო. 

მოსწავლეები აქტივობებში დიდი მონდომებით ჩაერთნენ. 

მასწავლებლის საერთაშორისო დღეს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ. ამ თარიღის აღნიშვნა სათავეს 1994 წლის 5 ოქტომბრიდან იღებს. მისი საერთშორისო დღედ დაწესების იდეა რამდენიმე პედაგოგიურ ორგანიზაციას ეკუთვნის.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო ბმულზე:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203