ლიის თემის N1 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა მასწავლებლებს პროფესიული დღე დიდი სიყვარულით მიულოცეს
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N1 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა მასწავლებლებს პროფესიული დღე დიდი სიყვარულით მიულოცეს.მათ საყვარელ პედაგოგებს ყვავილები მიართვეს, ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადეს, ლექსები წაიკითხეს და აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ.
მასწავლებლები ამ ყველაფერმა ძალიან გაახარა. კლასის დამრიგებელი ნანა ქანთარიაა.
მასწავლებლის საერთაშორისო დღეს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ. ამ თარიღის აღნიშვნა სათავეს 1994 წლის 5 ოქტომბრიდან იღებს. მისი საერთშორისო დღედ დაწესების იდეა რამდენიმე პედაგოგიურ ორგანიზაციას ეკუთვნის.
იხილეთ ფოტოები: