უჯარმის საჯარო სკოლას საჩუქრად მხატვრული ლიტერატურა გადაეცა
07-10-2022
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმის საჯარო სკოლის წიგნადი ფონდი საბავშვო მხატვრული ლიტერატურით გამდიდრდა.

სკოლას სოლიდური რაოდენობის წიგნები ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ უჯარმის მკვიდრის, მეცნიერებათა დოქტორის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, გეოგრაფიის სახელმძღვანელოების ავტორის, მაია ბლიაძის ჩართულობით გადასცა.

სკოლის დირექცია ძვირფასი საჩუქრისთვის დიდ მადლობას გამომცემლობის დირექტორს, თინათინ მამულაშვილსა და მაია ბლიაძეს უხდის.

აღსანიშნავია, რომ დირექცია და პედაგოგები დაუღალავად შრომობენ, რათა ქვეყანას წიგნებზე შეყვარებული მომავალი თაობა აღუზარდოს.

იხილეთ ფოტოები და ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203