„მოსწავლეთა სიყვარული დიდი ბედნიერებაა“- ლიის თემის N1 სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცეს
07-10-2022
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N1 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცეს.

მათ პედაგოგებს ყვავილები მიართვეს და სამადლობელი სიტყვები უთხრეს, რითაც ისინი ძალიან გაახარეს. მეშვიდეკლასელები აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ. 

„მასწავლებლისთვის დიდი ბედნიერებაა მოსწავლეების სიყვარული და მათი გაცისკროვნებული სახეები.
კოლეგებო, გილოცავთ დღესასწაულს! 
მრავალჯამიერ, ღირსეული თაობების აღმზრდელებად“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ მისალოც წერილაში. 

მასწავლებლის საერთაშორისო დღეს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ. ამ თარიღის აღნიშვნა სათავეს 1994 წლის 5 ოქტომბრიდან იღებს. მისი საერთშორისო დღედ დაწესების იდეა რამდენიმე პედაგოგიურ ორგანიზაციას ეკუთვნის.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203