შემოქმედის საჯარო სკოლაში ენერგოეფექტიანობის საერთაშორისო დღე საინტერესო აქტივობებით აღინიშნა
07-10-2022
აკაკი სურგულაძის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის საჯარო სკოლაში ენერგოეფექტიანობის საერთაშორისო დღე საინტერესო აქტივობით აღნიშნეს.
საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრაზე მასწავლებლებმა - ჟულიატა ჯულაყიძემ და მარინა მუკბანიანმა VIII-IX კლასის მოსწავლეებთან მინი ლექცია ჩაატარეს.
მასწავლებლებმა ისაუბრეს საქართველოში არსებულ ენერგორესურსებზე და აღნიშნეს, რამდენად მნიშვნელოვანია ენერგიის ზომიერად და ეფექტურად გამოყენება, რაც აისახება ჩვენს ცხოვრებასა და გარემოზე.
მოსმენილი, მოპოვებული და გაკვეთილზე ნასწავლი ინფორმაციის საფუძველზე VIII კლასის მოსწავლეებმა: ლიზი ხვინგიამ, ცოტნე გიორგაძემ, ელენე საბაშვილიმ, რომან მგელაძემ და სერგი შაფაქიძემ კედლის გაზეთი - „მეტი სარგებელი - ნაკლები დანახარჯი“
გაზეთი მხატვრულად IX კლასის მოსწავლემ, ანა ერქომაიშვილმა გააფორმა.
პედაგოგები და დირექცია მოსწავლეებს აქტიურობისთვის მადლობას უხდიან.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს