ქვედა კვირიკეს საჯარო სკოლაში მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
07-10-2022
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა კვირიკეს საჯარო სკოლის მე-4 და მე-7 კლასებში მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
მეოთხეკლასელებმა მისალოცი ბარათები დაამზადეს და მასწავლებლებს გადასცეს. მოსწავლეებმა პედაგოგებს მადლობა გადაუხადეს და ეს დღე უდიდესი სიყვარულით მიულოცეს.
ღონისძიებამ მასწავლებლები ძალიან გაახარა, მათ დაინახეს, რომ თავიანთი შრომა ფასდება.
„მოსწავლეებმა ლამაზი სიტყვებითა და მადლობებით შეამკეს ჩვენი მასწავლებლები“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მასწავლებლის საერთაშორისო დღეს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ. ამ თარიღის აღნიშვნა სათავეს 1994 წლის 5 ოქტომბრიდან იღებს. მისი საერთშორისო დღედ დაწესების იდეა რამდენიმე პედაგოგიურ ორგანიზაციას ეკუთვნის.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს