გეჯეთის საჯარო სკოლის მესამეკლასელებმა ​საყვარელ პედაგოგებს პროფესიული დღე ზარ-ზეიმით მიულოცეს
07-10-2022
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ გეჯეთის საჯარო სკოლის მესამეკლასელებმა პედაგოგის, ნატალია სახოკიას ხელმძღვანელობით საყვარელ მასწავლებლებს პროფესიული დღე განსაკუთრებულად მიულოცეს.

ბავშვებმა თბილი სიტყვებით, ლამაზი ბარათებითა და ყვავილების თაიგულებით გული გაუთბეს და მათი დღე გაულამაზეს თავიანთ საყვარელ მასწავლებლებს.

მესამკელასელებმა მასწავლებლებს ჯანმრთელობა, სულის სიმტკიცე და მომავალი თაობის აღზრდის ძალა უსურვეს.

„მასწავლებელო მასწავლებელი, რომ გქვია, ბავშვისთვის თბილი მზე ხარ, ყველა მოსწავლის მომავლის სადარაჯოზე დგახარ!“, - ასეთი სიტყვებით ნატალია სახოკიამ აღსაზრდელებთან ერთად მიულოცა კოლეგებს მასწავლებლის დღე.

აღსანიშნავია, რომ 5 ოქტომბერს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. იუნესკოს მიერ მასწავლებელთა საერთაშორისო დღედ 5 ოქტომბრის დაწესება აჩვენებს იმ წვლილს, რომელსაც პედაგოგები მომავალი თაობების აღზრდისა და განათლებისთვის იღებენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203