6 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა
06-04-2018
2018 წლის 6 აპრილი ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. 

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, პარლამენტის თბილისისა და ქუთაისის სასახლეებზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შენობაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობებზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაშვებულია. 

შეგახსენებთ, რომ ტყიბულის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა ექვსი და დაშავდა სამი ადამიანი.

Etaloni.ge მწუხარებას გამოთქვამს ტყიბულის შახტაში მომხდარი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203