მედანის თემის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა საყვარელ პედაგოგებს პროფესიული დღე საზეიმოდ მიულოცეს
07-10-2022
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მედანის თემის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საყვარელ პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცეს.

პირველკლასელმა ნიჭიერმა ბავშვებმა პედაგოგებთან ცირა სალიასთან და სოფიკო მიქენაიასთან ერთად მასწავლებლებს ღონისძიება მიუძღვნეს.

„ამ მადლიან მადლისთვის გმადლობთ მასწავლებელო" - სწორედ ამ წრფელი სიტყვებით გამოხატეს პირველკლასელებმა საკუთარი დამოკიდებულება მასწავლებლების მიმართ.

აღსანიშნავია, რომ 5 ოქტომბერს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. იუნესკოს მიერ მასწავლებელთა საერთაშორისო დღედ 5 ოქტომბრის დაწესება აჩვენებს იმ წვლილს, რომელსაც პედაგოგები მომავალი თაობების აღზრდისა და განათლებისთვის იღებენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203