ალერტკარის საჯარო სკოლის II კლასის მოსწავლეებმა საყვარელ პედაგოგებს ღონისძიება მიუძღვნეს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლეებმა დამრიგებლებთან ერთად საყვარელ პედაგოგებს პროფესიული დღე ღონისძიებით მიულოცეს.
ბავშვებმა მასწავლებლებს გაწეული შრომისთვის გულწრფელი მადლობა გადაუხადეს. ნიჭიერმა მოსწავლეებმა მხატვრული ლექსები წაიკითხეს და სიმღერები შეასრულეს.
ღონისძიების ორგანიზატორი აზა ლემონჯარია ხოლო, მუსიკის მასწავლებელი თინათინ ლაგვილავა გახლდათ.
აღსანიშნავია, რომ 5 ოქტომბერს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. იუნესკოს მიერ მასწავლებელთა საერთაშორისო დღედ 5 ოქტომბრის დაწესება აჩვენებს იმ წვლილს, რომელსაც პედაგოგები მომავალი თაობების აღზრდისა და განათლებისთვის იღებენ.
იხილეთ ფოტოები: