ზეიმზე ღრმა სიმბოლურ დატვირთვას იძენდა სიტყვები: მასწავლებელი, აღმზრდელი, მშობელი, განძი, გმადლობთ, ბოდიში, თუ შეიძლება... პირველკლასელებმა ლამაზ ლექსებსა და სიმღერებში აღმზრდელი მასწავლებლისადმი დიდი პატივისცემა და სიყვარული გადმოსცეს.
მოსწავლეების წრფელმა სიტყვებმა დამსწრე პედაგოგებს კიდევ ერთხელ დაანახა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ ბავშვების ცხოვრებაში.
აღსანიშნავია, რომ 5 ოქტომბერს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. იუნესკოს მიერ მასწავლებელთა საერთაშორისო დღედ 5 ოქტომბრის დაწესება აჩვენებს იმ წვლილს, რომელსაც პედაგოგები მომავალი თაობების აღზრდისა და განათლებისთვის იღებენ.