ძენწმანის საჯარო სკოლის დირექტორი ცირა აბულაძე და პედაგოგი ნინო ბარამიძე მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ
07-10-2022
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ძენწმანის საჯარო სკოლის დირექტორი ცირა აბულაძე და მასწავლებელი ნინო ბარამიძე დაჯილდოვდნენ. 

მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე და რესურსცენტრის ხელმძღვანელი დურმიშხან შავიშვილი ქედის საჯარო სკოლის პედაგოგებს და დირექტორებს შეხვდნენ. 

მათ მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცეს და შეუფასებელი ღვაწლისა და წარმატებული მომავალი თაობის აღზრდისთვის მადლობა გადაუხადეს.

სწორედ აღნიშნულ შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ცირა აბულაძე და ნინო ბარამიძე. ქედის მუნიციპალიტეტის მერმა მათ სიმბოლური ფასიანი საჩუქრები გადასცა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203