დაგვას საჯარო სკოლის მასწავლებელი მარიანა ართმელაძე პროფესიულ საქმიანობაში მიღწეული წარმატებისთვის საზეიმოდ დაჯილდოვდა
07-10-2022
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვას საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მარიანა ართმელაძე მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საზეიმოდ დაჯილდოვდა.

პედაგოგს მადლობის სიგელი პროფესიულ საქმიანობაში მიღწეული წარმატებისთვის გადაეცა. აღსანიშნავია, რომ ის კარიერულ წინსვლასა და მოსწავლეთა განვითარებაზე ორიენტირებული მასწავლებელია, რომელიც აღსაზრდელებს საინტერესო, მრავალფეროვან სასწავლო გარემოს სთავაზობს. 

მარიანა ართმელაძეს სიგელი სიგელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მიანიჭა.

სკოლაში მისი მიღწევით ამაყობენ და წინსვლას უსრვებენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203