ძველი აბაშის საჯარო სკოლის III კლასის მოსწავლეებმა პედაგოგებს პროფესიული დღე საზეიმოდ მიულოცეს
კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი აბაშის საჯარო სკოლის III კლასის მოსწავლეებმა პედაგოგებს პროფესიული დღე მოულოცეს. მესამეკლასელებმა მასწავლებლებს სამადლობელი სიტყვები უთხრეს, ლექსები წაუკითხეს და უმღერეს. ამით კი ისინი ძალიან გაახარეს.
აქტივობაში თითოეული მოსწავლე უდიდესი მონდომებითა და ხალისით ჩაერთო.
მათ მასწავლებლები მადლობას უხდიან.
„მადლობა ჩვენს აღსაზრდელებს გვიყვარხართ, გვეიმედებით ...
აქ მთავარი ხართ თქვენ“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მასწავლებლის საერთაშორისო დღეს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ. ამ თარიღის აღნიშვნა სათავეს 1994 წლის 5 ოქტომბრიდან იღებს. მისი საერთშორისო დღედ დაწესების იდეა რამდენიმე პედაგოგიურ ორგანიზაციას ეკუთვნის.
იხილეთ ვიდეობი: