ახრისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საყვარელ პედაგოგებს პროფესიული დღე საზეიმოდ მიულოცეს
07-10-2022
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახრისის საჯარო სკოლაში მასწავლებელთა საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს.
მოსწავლეებმა საყვარელ პედაგოგებს პროფესიული დღე წრფელი სიტყვებით მიულოცეს და გაწეული შრომისა თუ ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს.
სკოლაში ამ მნიშვნელოვან დღეს ღონისძიება მიეძღვნა, რომელიც მრავალფეროვანი აქტივობებით იყო გაჯერებული. საზეიმოდ მორთულ სკოლაში ამაგდარ პედაგოგებთან ერთად მოსწავლეებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
აღსანიშნავია, რომ 5 ოქტომბერს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. იუნესკოს მიერ მასწავლებელთა საერთაშორისო დღედ 5 ოქტომბრის დაწესება აჩვენებს იმ წვლილს, რომელსაც პედაგოგები მომავალი თაობების აღზრდისა და განათლებისთვის იღებენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს