
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლასურიაშის საჯარო სკოლაში მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება - „მასწავლებელი შუქი სულისა“ გაიმართა.
მოსწავლეებმა საყვარელ პედაგოგებს ლექსებით, სიმღერებით და თბილი სიტყვებით მიულოცეს ეს ღირსშესანიშნავი დღე და შრომისა და ამაგისთვის გულწრფელი მადლობა გადაუხადეს. ასევე ჩატარდა ინტელექტუალური თამაში - „რა? სად? როდის?“. მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული ყველა აქტივობაში.
აღსანიშნავია, რომ ლასურიაშის საჯარო სკოლის პედაგოგები ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ მოსწავლეებს ხარისხიანი და სიღრმისეული განათლება მისცენ, რაც ნამდვილად დასაფასებელია.
მასწავლებელთა საერთაშორისო დღე 5 ოქტომბერს აღინიშნება. ამ დღის აღნიშვნა სათავეს 1994 წლის 5 ოქტომბრიდან იღებს.
თუმცა, მანამდე, 1966 წლის 5 ოქტომბერს, იუნესკოსა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მოწვეულ კონფერენციაზე, შემუშავდა რეკომენდაცია „მასწავლებელთა მდგომარეობის შესახებ“ - ეს იყო პირველი საერთაშორისო დოკუმენტი, რომელიც მასწავლებელთა შრომის პირობებს განსაზღვრავდა.
იხილეთ ფოტოები: