ქუთაისის N12 სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგებს, მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით, საზეიმო დახვედრა მოუწყეს
07-10-2022
ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა.
დირექციამ და მოსწავლეებმა პედაგოგებს საზეიმო დახვედრა მოუწყეს და სკოლაში მისულთ წითელი ხალიჩა და ხელნაკეთი ყვავილები დაახვედრეს. მოსწავლეებმა მასწავლებლებს პროფესიული დღე დიდი სიყვარულით მიულოცეს და საყვარელი პედაგოგები მადლობის წერილებით და სამადლობელო სიტყვებით შეამკეს. იყო მხურვალე ტაში, ბევრი ემოცია და გულწრფელი მადლიერება.
აღსანიშნავია, რომ ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მასწავლებლები ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ მოსწავლეებს ხარისხიანი და სიღრმისეული განათლება მისცენ, რაც ნამდვილად დასაფასებელია.
მასწავლებელთა საერთაშორისო დღე 5 ოქტომბერს აღინიშნება. ამ დღის აღნიშვნა სათავეს 1994 წლის 5 ოქტომბრიდან იღებს.
თუმცა, მანამდე, 1966 წლის 5 ოქტომბერს, იუნესკოსა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მოწვეულ კონფერენციაზე, შემუშავდა რეკომენდაცია „მასწავლებელთა მდგომარეობის შესახებ“ - ეს იყო პირველი საერთაშორისო დოკუმენტი, რომელიც მასწავლებელთა შრომის პირობებს განსაზღვრავდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს