ქვედა ბერეთისის საჯარო სკოლის მასწავლებელი გელა ტაბატაძე წარმატებული პედაგოგიური მოღვაწეობისთვის დაჯილდოვდა
07-10-2022
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ბერეთისის საჯარო სკოლის მასწავლებელი გელა ტაბატაძე წარმატებული პედაგიგიური მოღვაწეობისთვის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა დააჯილდოვა. 

სკოლის პედაგოგებს პროფესიული დღე ჭიათურის კულტურის ცენტრის ხელოვნების დეპარტამენტმა და რესურსცენტრმა მიულოცა. 

გელა ტაბატაძე კარიერულ წინსვლასა და მოსავლეთა განვითარებაზე ორიენტირებული პედაგოგია. სკოლაში მისი მიღწევით ამაყობენ და წარმატებას უსურვებენ. 

„ვულოცავთ ჩვენი სკოლის რჩეულ პედაგოგს, გელა ტაბატაძეს. ვუსურვებთ კიდევ ბევრ  წარმატებას და ღირსეულ მოღვაწეობას“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203