კერძო სკოლა „სხივში“ სპორტულ-გასართობი შეჯიბრი გაიმართა
07-10-2022
მარტვილის მუნიციპალიტეტის კერძო სკოლა „სხივში“ „მხიარული სტარტები“ გაიმართა. 

ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეები შეეჯიბრნენ. ორივე გუნდმა ღირსეულად იასპარეზა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინა. ჟიურის გადაწყვეტილენიტ, გამარჯვება მეექვსე კლასის მოსწავლეებმა მოიპოვეს. 

"მხიარულად ვისტარტეთ და აზარტულობის ხარისხიც ავიმაღლეთ.
მეექვსე და მეშვიდე კლასის შერკინება გულშემატკივრებისა და თავად მონაწილეების ჟრიამულისა და შეძახილების ფონზე წარიმართა.
საკმაოდ თავდადებული ასპარეზობის შემდეგ ჟიურიმ გამარჯვება მეექვსე კლასს მიულოცა.
საერთო ჯამში ყველამ გაიმარჯვა, რადგან ერთმანეთს პოზიტიური ერთი საათი ვაჩუქეთ",- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203