ქვედა ბერეთისის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმო გაკვეთილით დაიწყეს
07-10-2022
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ბერეთისის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანის შესწავლა დაიწყეს.
ეს მნიშვნელოვანი მოვლენა მასწავლებელმა ელისო ფერაძემ საზეიმოდ აღნიშნა და მოსწავლეებს საინტერესო აქტივობები შესთავაზა. მათ მიმდინარეობაში პატარები დიდი ხალისთა და მონდომებით ჩაერთნენ.
პირველკლასელებმა დრო სასიამოვნოდ გაატარეს, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და სწავლას გულმოდგინედ შეუდგნენ.
„იასავით მორცხვ და ლამაზ პატარებს გული სიხარულით ქონდათ სავსე. ბავშვები ინტერესით შეეგებენ „აი იას“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.