ჩაოს საჯარო სკოლის პედაგოგი მზია შავაძე პროფესიულ საქმიანობაში მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდა
07-10-2022
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაოს საჯარო სკოლის პედაგოგი მზია შავაძე მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საზეიმოდ დაჯილდოვდა.
პედაგოგს მადლობის სიგელი პროფესიულ საქმიანობაში მიღწეული წარმატებისთვის გადაეცა, რაც კიდევ ერთი დასტურია, რომ პედაგოგები მომავალი თაობის განათლების სადარაჯოზე არიან.
მადლობის სიგელი მზია შავაძეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მიანიჭა.
აღსანიშნავია, რომ ჩაოს საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი პროფესიულ განვითარებასა და მოსწავლეებისთვის საინტერესო სასწავლო გარემოს შექმნაზე დაუღალავად ზრუნავს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს