ჭივჭავის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს
07-10-2022
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭივჭავის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა „ანბანის შემობრძანება“ იზეიმეს.

ბავშვებმა, პედაგოგის ლელა ბენდელიანის ხელმძღვანელობით ანბანის სწავლას საინტერესო ღონისძიება მიუძღვნეს. საზეიმოდ მორთულ საკლასო ოთახში პირველკლასელებმა ლექსები ანბანის შესახებ წაიკითხეს და ასევე, ქართული ასოების ძალას ეზიარნენ.

პედაგოგმა პატარებს „ანბანის შემობრძანება“ დაუვიწყარი წუთებად უქცია. ბავშვებს საზეიმო განწყობასთან ერთად დიდი შემართება ჰქონდათ, რომ მასწავლებელი სწავლით ესახელებინათ.

აღსანიშნავია, რომ ჭივჭავის საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგისთვის ამოსავალი წერტილი მოსწავლეთათვის მრავალფეროვანი სასწავლო გარემოს შექმნაა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203