ოზაანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგთა როლები მოირგეს
07-10-2022
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანის საჯარო სკოლაში მასწავლებელთა საერთაშორისო დღე საინტერესო აქტივობებით აღინიშნა.
პედაგოგთა პროფესიული დღის აღსანიშნავად სკოლაში დუბლიორთა კვირეული მოეწყო. X-XI-XII კლასის მოსწავლეებმა მასწავლებლები ჩაანაცვლეს, ჩაატარეს საინტერესო აქტივობებით დატვირთული გაკვეთილები.
სასწავლო პროცესი სრულყოფილად წარიმართა, ყველა წესის და რეგულაციის დაცვით. ბავშვებისთვის ეს დიდი გამოწვევა იყო, ზოგმა მომავალ პროფესიად პედაგოგობა აირჩია, ზოგისთვის კი წარუშლელ შთაბეჭდილებად დარჩა ეს დღეები.
I-X კლასის მოსწავლეებმა მასწავლებელების დღე იზეიმეს. მათ პედაგოგებს მიულოცეს და მადლობა გადაუხადეს გაწეული შრომისთვის.
კვირეულის დღეებში X კლასის მოსწავლემ, გიორგი პაპუაშვილმა დირექტორის როლი მოირგო და დაკისრებულ მოვალეობას წარმატებით გაართვა თავი.
„იმ ქვეყანას, სადაც მასწავლებელსა და მოსწავლეს ერთურთისა და ცოდნის სიყვარული აერთიანებს, დიდი მომავალი აქვს!“, - ამბობენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს