
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩმანის საჯარო სკოლაში მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა.
მოსწავლეებმა პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცეს, წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს მუსიკალური ნომრები, ასევე ისაუბრეს, ამ დღის დაარსებაზე, მასწავლებელთა კეთილშობილ მისიასა და მომავალი თაობების აღზრდის საქმეში მათ ღვაწლსა და ამაგზე.
მასწავლებელთა საერთაშორისო დღე 5 ოქტომბერს აღინიშნება. ამ დღის აღნიშვნა სათავეს 1994 წლის 5 ოქტომბრიდან იღებს.
თუმცა, მანამდე, 1966 წლის 5 ოქტომბერს, იუნესკოსა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მოწვეულ კონფერენციაზე, შემუშავდა რეკომენდაცია „მასწავლებელთა მდგომარეობის შესახებ“ - ეს იყო პირველი საერთაშორისო დოკუმენტი, რომელიც მასწავლებელთა შრომის პირობებს განსაზღვრავდა.
იხილეთ ფოტოები: