„მასწავლებელო, მასწავლებლობას გმირობად გითვლის ერი“- სალომინაოს საჯარო სკოლაში პედაგოგთა პროფესიული დღე საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა
07-10-2022
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სალომინაოს საჯარო სკოლაში მასწავლებლის საერთაშორისო დღე არაჩვეულებრივი საზეიმო ღონისძიებით - „მასწავლებელო, მასწავლებლობას გმირობად გითვლის ერი“, აღნიშნეს. 

მოსწავლეები პედაგოგების წინაშე სხვადასხვა ნომრით წარსდგნენ - იმღერეს, იცეკვეს, ლექსები წაიკითხეს და მასწავლებლებს სამადლობელი სიტყვები უთხრეს. 

ღონისძიებამ ძალიან კარგად ჩაიარა, მის მიმდინარეობაში მოსწავლეები განსაკუთრებული სიყვარულითა და მონდომებით ჩაერთნენ. თავის მხრივ, პედაგოგებმა დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს. 

მასწავლებლის საერთაშორისო დღეს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ. ამ თარიღის აღნიშვნა სათავეს 1994 წლის 5 ოქტომბრიდან იღებს. მისი საერთშორისო დღედ დაწესების იდეა რამდენიმე პედაგოგიურ ორგანიზაციას ეკუთვნის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203